პროექტები
ყოველწლიურად EnSol ასრულებს საშუალო და დიდ პროექტებს ჩვენი კლიენტებისთვის. ქვემოთ ნახავთ ზოგიერთი მათგანის მოკლე აღწერას.

მეამა
მეამას საწარმოსთვის ენსოლმა დაამონტაჟა 1260 კვტ სიმძლავრის დიზელ-გენერატორი და 500 კვტ სიმძლავრის მოდულური უწყვეტი კვების წყარო (UPS). სისტემა უზრუნველყოფს თანამედროვე დანადგარების სწრაფ და უწყვეტ მუშაობას.

თაბორი რეზორტსი
სასტუმრო და გოლფ კლუბ თაბორი რეზორტსისთვის ენსოლმა შექმნა სარეზერვო ენერგომომარაგების სისტემა სამი 830 კვა სიმძლავრის დიზელ-გენერატორით, ჯამში 2490 კვა.

სასტუმრო რუმსი
ბაკურიანში მდებარე სასტუმრო რუმსისთვის ენსოლის გუნდმა დაამონტაჟა 1130 კვა სიმძლავრის დიზელ-გენერატორი. ის სასტუმროს უწყვეტ ელექტრომომარაგებას და ეფექტიანობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

ბლექ სი ენერჯი
ზემო სვანეთში ენსოლმა მიაწოდა და დაამონტაჟა საკუთარი წარმოების ქალაქური ტიპის ორი 35 კვ ძაბვის ქვესადგური. ასევე არსებულ სამ ჰესზე მიაწოდა ელექტრომოწყობილობები, ჩაატარა სამონტაჟო სამუშაოები, ტესტირება და გაშვება.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რამდენიმე ტენდერში ენსოლმა გაიმარჯვა მაღალი ძაბვის მინის იზოლატორებისა და სახაზო არმატურის მიწოდებაზე. შედეგად დამკვეთმა ევროპული პროდუქცია კონკურენტულ ფასად მიიღო.

სილქნეტი
სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტისთვის ენსოლმა მიაწოდა და დაამონტაჟა 24 დიზელ-გენერატორი ჯამური სიმძლავრით 492 კვა. სისტემა წარმატებით მუშაობს და კომპანიას უწყვეტ ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს.

საქართველოს უნივერსიტეტი
კოსტავას ქუჩაზე მდებარე საქართველოს უნივერსიტეტს ენსოლის ტექნიკურმა ჯგუფმა მიაწოდა და დაამონტაჟა 220 კვა სიმძლავრის Teksan-ის დიზელ-გენერატორი ავტომატური სტარტით და ხმის დამხშობი კაბინით, როგორც სარეზერვო ელექტროენერგიის წყარო.

მეღვინეობა შუმი
შუმის მეღვინეობას ქარხნის შიდა ტერიტორიაზე ტვირთის გადასაადგილებლად ენსოლმა მიაწოდა HELI-ის ელექტრო ავტოდამტვირთველი (1.8 ტონა/4 მეტრი), რომელიც ობიექტის დათვალიერების შემდეგ შეირჩა.

სასტუმრო კათედრალი ინნ
ოთხსართულიანი სასტუმრო კათედრალი ინნისთვის ენსოლმა მიაწოდა 130 კვა/100 კვტ სიმძლავრის კომპაქტური, დაბალხმაურიანი TEKSAN-ის დიზელ-გენერატორი DOOSAN-ის ძრავით, სახურავზე განსათავსებლად.

ჰილტონ გარდენ ინ
ორთაჭალაში მდებარე ჰილტონ გარდენ ინისთვის ენსოლმა დაამონტაჟა 1250 კვა სიმძლავრის FG Wilson-ის Super Silent დიზელ-გენერატორი. გაზრდილი საწვავის ავზი 48 საათის უწყვეტ მუშაობას იძლევა, ხმაური კი 1 მეტრზე 75 dB-მდეა.

ფრესკო
ფრესკოს ქსელის ახალი ობიექტის სამაცივრე მეურნეობისთვის ენსოლმა დაამონტაჟა 505 კვა სიმძლავრის TEKSAN-ის დიზელ-გენერატორი Baudouin-ის ძრავით და Crompton-ის ალტერნატორით.

ალიანს ჯგუფი, სასტუმრო Courtyard Marriott
ბათუმში ალიანს ჯგუფის აშენებული სასტუმრო Courtyard Marriott-ისთვის ენსოლმა გამართა 1650 კვა სიმძლავრის დიზელ-გენერატორი PERKINS-ის ძრავით და LEROY SOMER-ის ალტერნატორით, ხმის ჩამხშობი გარსაცმით.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ენსოლის გუნდმა გარანტირებული ელექტრომომარაგების კვანძები უნივერსიტეტის სარეზერვო სისტემას დიზელ-გენერატორებით (ჯამში დაახლ. 3 მეგავატი) დააკავშირა, რის შედეგადაც სისტემა უფრო საიმედო და ავტონომიური გახდა.

გარდაბნის თბოსადგური
გარდაბნის თბოსადგურზე ენსოლმა დაშალა და ქარხანაში სარემონტოდ გაგზავნა არსებული ტრანსფორმატორი, დაამონტაჟა ახალი 100 მვა ტრანსფორმატორი, გამართა, გამოსცადა და ექსპლუატაციაში გაუშვა.

საქართველოს რკინიგზა
საქართველოს რკინიგზის სამაცივრე ვაგონებში ენსოლმა ძველი რუსული გენერატორები 16 ახალი, ბრიტანული Perkins-ის ძრავიანი დიზელ-გენერატორით ჩაანაცვლა, ჯამში 1900 კვა, რაც შავი ზღვიდან ცენტრალურ აზიამდე ტვირთის უწყვეტ ტრანზიტს უზრუნველყოფს.

თბილისის მერია
თბილისის მერიისთვის ენსოლმა დაამონტაჟა ერთი დიზელ-გენერატორი 685 კვა სიმძლავრით, რაც საოპერაციო პროცესების უწყვეტობას უზრუნველყოფს.

ბილტმორი
სასტუმრო ბილტმორისთვის ენსოლმა დააყენა 1560 კვა სიმძლავრის დიზელ-გენერატორი, რომელიც დენის გათიშვისას ფინანსური დანაკარგების თავიდან არიდებაში ეხმარება.

USAID
USAID-ის პროექტის ფარგლებში ომალოში სამაცივრე მეურნეობა ტრანსპორტირდა და დამონტაჟდა; მაცივარი, გენერატორი და მზის პანელები სამმა კონტრაქტორმა კომპანიამ მიაწოდა.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
ტენდერში გამარჯვების შემდეგ ენსოლმა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას მიაწოდა და დაამონტაჟა ძალოვანი ტრანსფორმატორი, რითაც ქვესადგურ გორი 220-ის სიმძლავრე გაიზარდა.

პროკრედიტ ბანკი
პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისისთვის ენსოლმა ააგო სინქრონიზებული სისტემა: ორი დიზელ-გენერატორი (ჯამში 1200 კვტ-ზე მეტი), ორი 2500 კვა ტრანსფორმატორი და 500 კვა უწყვეტი კვების წყაროები.

რომპეტროლი
რომპეტროლისთვის ენსოლმა ააგო სისტემა 37 დიზელ-გენერატორით (თითო 1,2-დან 160 კვტ-მდე), ჯამში 1.2 მეგავატზე მეტი, რაც სამუშაო პროცესების უწყვეტობას უზრუნველყოფს.

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ავტოგასამართი სადგურებისთვის ენსოლმა შექმნა ავტონომიური ელექტრომომარაგების სისტემა 127 დიზელ-გენერატორითა და დენის მარეგულირებლებით, ჯამში 7.5 მეგავატი.

ლიბერთი ბანკი
ლიბერთი ბანკის ახალი სათავო ოფისისთვის ენსოლმა მიაწოდა და დაამონტაჟა 70-მდე ბენზინის (15 კვა) და 20-მდე დიზელ-გენერატორი, ასევე უწყვეტი კვების წყაროები (UPS).

კლინიკა ჯერარსი
კლინიკა ჯერარსისთვის ენსოლმა შესთავაზა სისტემა ორი დიზელ-გენერატორით, ჯამური სიმძლავრით 1660 კვა, რაც პაციენტების მომსახურების უწყვეტობას უზრუნველყოფს.

საქაერონავიგაცია
საქაერონავიგაციისთვის ენსოლმა 23 დიზელ-გენერატორისგან ააგო ავტონომიური ელექტრომომარაგების სისტემა, დაამონტაჟა და ექსპლუატაციაში გაუშვა, რათა დენის გათიშვისას მიწოდება უწყვეტი იყოს.

რედისონ ქოლექშენ წინანდალი
სასტუმრო რედისონ ქოლექშენ წინანდალისთვის ენსოლმა მიაწოდა და დაამონტაჟა 1650 კვა სიმძლავრის ერთი დიზელ-გენერატორი ფინანსური დანაკარგების თავიდან ასარიდებლად.

უკრაინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით უკრაინელი ხალხის დასახმარებლად უკრაინაში გაიგზავნა 25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი, რომლებიც კიევიდან საელჩოს კოორდინაციით რეგიონებში გადანაწილდა საავადმყოფოებისა და კრიტიკული ობიექტებისთვის.
თუ გსურთ უფრო დეტალური ინფორმაცია ჩვენი გამოცდილების შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
კონტაქტი