მთავარ შინაარსზე გადასვლა
პროექტების სია
გენერატორები

ფრესკო

თბილისი, საქართველო
2023
ფრესკო

პროექტის აღწერა

საჭიროება: სუპერმარკეტების ქსელის ფრესკოს ახალი ობიექტი განეკუთვნება მაღალკრიტიკულ კატეგორიას, რადგან მასში განთავსებულია სპეციალური სამაცივრე მოწყობილობები, რომლებიც განკუთვნილია მალფუჭებადი პროდუქტების შესანახად. შესაბამისად, სუპერმარკეტის მთლიანი ელექტრო სისტემის ალტერნატიული კვებით მომარაგებისათვის აუცილებელი იყო პრემიუმ კლასის გენერატორი.

აგებული სისტემა: ჩვენი კომპანიის ავტორიზებულმა ტექნიკურმა ჯგუფმა, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მეშვეობით, დაამონტაჟა Teksan-ის 505 კვა სიმძლავრის დიზელ-გენერატორი, ფრანგული ბრენდის Baudouin-ის დიზელის ძრავითა და ბრიტანული ბრენდის Crompton-ის ალტერნატორით. ამ სისტემის საშუალებით, ფრესკოს ქსელის ობიექტზე ამჯერადაც რეალიზდა ის ტექნიკური გადაწყვეტილება, რომელიც გამორიცხავს სამაცივრე მეურნეობაში შეფერხებებს ელექტრო მომარაგების მხრიდან, რითაც ფრესკო კიდევ უფრო ამყარებს თავის მაღალ სტანდარტებს, როგორც ერთ-ერთი ლიდერი ბრენდი სასურსათო-საპროდუქტი რეალიზაციის ქსელებში.

სპეციფიკაციები

  • კლიენტი: სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო
  • აღჭურვილობა: დიზელ-გენერატორი სამაცივრე მეურნეობისთვის
  • ბრენდი: TEKSAN (ძრავა Baudouin, ალტერნატორი Crompton)
  • რაოდენობა: 1
  • სიმძლავრე: 505 კვა
  • სამუშაოს მოცულობა: მონტაჟი

გაზიარება

მსგავსი პროექტები

მეამა

მეამა

მეამას საწარმოსთვის ენსოლმა დაამონტაჟა 1260 კვტ სიმძლავრის დიზელ-გენერატორი და 500 კვტ სიმძლავრის მოდულური უწყვეტი კვების წყარო (UPS). სისტემა უზრუნველყოფს თანამედროვე დანადგარების სწრაფ და უწყვეტ მუშაობას.

თაბორი რეზორტსი

თაბორი რეზორტსი

სასტუმრო და გოლფ კლუბ თაბორი რეზორტსისთვის ენსოლმა შექმნა სარეზერვო ენერგომომარაგების სისტემა სამი 830 კვა სიმძლავრის დიზელ-გენერატორით, ჯამში 2490 კვა.

სასტუმრო რუმსი

სასტუმრო რუმსი

ბაკურიანში მდებარე სასტუმრო რუმსისთვის ენსოლის გუნდმა დაამონტაჟა 1130 კვა სიმძლავრის დიზელ-გენერატორი. ის სასტუმროს უწყვეტ ელექტრომომარაგებას და ეფექტიანობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

გსურთ მსგავსი პროექტი?

დაგვიკავშირდით და ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან თქვენი პროექტის განხორციელებაში.

კონტაქტი