სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი

პროექტის აღწერა
საჭიროება: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად დასჭირდა დიზელ-გენერატორების და დენის მარეგულირებლების კომპლექტი, რომელიც უზრუნველყოფდა ელექტროენერგიის უწყვეტობას ავტოგასამართ სადგურებზე.
აგებული სისტემა: ჩვენ შევქმენით ავტონომიური ელექტრო მომარაგების სისტემა, რომელიც მოიცავდა 127 გენერატორს 22 კვტ-დან 560 კვტ-მდე, ჯამში 7.5 მეგავატი სიმძლავრით. ჩვენი სისტემის საშუალებით კომპანიამ მოახერხა თავიდან აეცილებინა ფინანსური დანაკარგები, რომლებიც ელექტრო ენერგიის გათიშვის შემთხვევაში, სამუშაო პროცესის შეფერხების გამო შეიძლება მიეღო.
სპეციფიკაციები
- კლიენტი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
- აღჭურვილობა: დიზელ-გენერატორი (თითო 22–560 კვტ); დენის მარეგულირებლები
- რაოდენობა: 127
- ჯამური სიმძლავრე: 7.5 მვტ
- ობიექტი: ავტოგასამართი სადგურები
- შედეგი: ავტონომიური ელექტრომომარაგება
გაზიარება
მსგავსი პროექტები

მეამა
მეამას საწარმოსთვის ენსოლმა დაამონტაჟა 1260 კვტ სიმძლავრის დიზელ-გენერატორი და 500 კვტ სიმძლავრის მოდულური უწყვეტი კვების წყარო (UPS). სისტემა უზრუნველყოფს თანამედროვე დანადგარების სწრაფ და უწყვეტ მუშაობას.

თაბორი რეზორტსი
სასტუმრო და გოლფ კლუბ თაბორი რეზორტსისთვის ენსოლმა შექმნა სარეზერვო ენერგომომარაგების სისტემა სამი 830 კვა სიმძლავრის დიზელ-გენერატორით, ჯამში 2490 კვა.

სასტუმრო რუმსი
ბაკურიანში მდებარე სასტუმრო რუმსისთვის ენსოლის გუნდმა დაამონტაჟა 1130 კვა სიმძლავრის დიზელ-გენერატორი. ის სასტუმროს უწყვეტ ელექტრომომარაგებას და ეფექტიანობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
გსურთ მსგავსი პროექტი?
დაგვიკავშირდით და ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან თქვენი პროექტის განხორციელებაში.
კონტაქტი