მთავარ შინაარსზე გადასვლა
პროექტების სია
ტრანსფორმატორი

გარდაბნის თბოსადგური

გარდაბანი, საქართველო
2023
გარდაბნის თბოსადგური

პროექტის აღწერა

დამკვეთის საჭიროება: გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური საქართველოს ელექტროსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და თანამედროვე საინჟინრო სისტემებისა და ნაგებობების რთულ კომპლექსს წარმოადგენს. თბოსადგურში არსებული 100 მვა სიმძლავრის ტრანსფორმატორი ტექნიკური გაუმართავობის გამო ჯეროვნად ვერ ასრულებდა დაკისრებულ ამოცანას, რაც სასწრაფო წესით საჭიროებდა გამოსწორებას, რამეთუ კომპლექსის გამართული ფუნქციონირება უდიდეს როლს თამაშობს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობაში.

აგებული სისტემა: ენსოლის გუნდმა, რომელიც დაკომპლექტებულია გამოცდილი ტექნიკური სპეციალისტებით, უზრუნველყო არსებული ტრანსფორმატორის დემონტაჟი, შეფუთვა და სისტემის მწარმოებელთან გაგზავნა – სარემონტო სამუშაოების განსახორციელებლად. მის ნაცვლად კი დაამონტაჟა 100 მვა სიმძლავრის ახალი, თანამედროვე ტრანსფორმატორი, გამართა საჭირო ფუნქციონალი, ჩაუტარა ტესტირება და შეიყვანა ექსპლუატაციაში. ენსოლის მიერ წარმატებით განხორციელებულმა საქმიანობამ ხელი შეუწყო თბოელექტროსადგურის სამუშაო პროცესების მდგრადობისა და უწყვეტობის შენარჩუნებას.

სპეციფიკაციები

  • კლიენტი: გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური
  • აღჭურვილობა: ძალოვანი ტრანსფორმატორი
  • რაოდენობა: 1
  • სიმძლავრე: 100 მვა
  • სამუშაოს მოცულობა: არსებულის დემონტაჟი, ახლის მონტაჟი, გამართვა, გამოცდა, ექსპლუატაციაში გაშვება

გაზიარება

გსურთ მსგავსი პროექტი?

დაგვიკავშირდით და ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან თქვენი პროექტის განხორციელებაში.

კონტაქტი