მთავარ შინაარსზე გადასვლა
პროექტების სია
გენერატორები

საქართველოს რკინიგზა

თბილისი, საქართველო
2023
საქართველოს რკინიგზა

პროექტის აღწერა

საჭიროება: საქართველოს რკინიგზას ვაგონებში სამაცივრე განყოფილებისათვის ესაჭიროებოდა ძველი რუსული გენერატორების ჩანაცვლება უახლესი ბრიტანული პერკინსის ძრავის დიზელ-გენერატორებით, მათი მთავარი ამოცანა იყო ტრანზიტი შავი ზღვიდან შუა აზიაში უწყვეტად წარმართულიყო. ვაგონების საშუალებით ხდებოდა სხვადასხვა პროდუქტების ტრანსპორტირება, შესაბამისად საქართველოს რკინიგზისთვის მნიშვნელოვანი იყო ელექტროენერგიის სწრაფი და უწყვეტი მიწოდება სამაცივრე კამერებისათვის.

აგებული სისტემა: ჩვენ, საუკეთესო სპეციალისტების დახმარებით, ავაგეთ უნიკალური თანამედროვე სისტემა, დავამონტაჟეთ 16 გენერატორი ჯამურად 1900 კვა სიმძლავრით, რისი საშუალებითაც დღეს საქართველოს რკინიგზა ახერხებს შეფერხების გარეშე გადაიტანოს სხვადასხვა სახის პროდუქტი ერთი წერტილიდან მეორეში.

სპეციფიკაციები

  • კლიენტი: საქართველოს რკინიგზა
  • აღჭურვილობა: დიზელ-გენერატორი სამაცივრე ვაგონებისთვის
  • ბრენდი: ძრავა Perkins
  • რაოდენობა: 16
  • ჯამური სიმძლავრე: 1900 კვა
  • სამუშაოს მოცულობა: ძველი გენერატორების ჩანაცვლება, მონტაჟი
  • შედეგი: ტვირთის უწყვეტი ტრანზიტი შავი ზღვიდან ცენტრალურ აზიამდე

გაზიარება

მსგავსი პროექტები

მეამა

მეამა

მეამას საწარმოსთვის ენსოლმა დაამონტაჟა 1260 კვტ სიმძლავრის დიზელ-გენერატორი და 500 კვტ სიმძლავრის მოდულური უწყვეტი კვების წყარო (UPS). სისტემა უზრუნველყოფს თანამედროვე დანადგარების სწრაფ და უწყვეტ მუშაობას.

თაბორი რეზორტსი

თაბორი რეზორტსი

სასტუმრო და გოლფ კლუბ თაბორი რეზორტსისთვის ენსოლმა შექმნა სარეზერვო ენერგომომარაგების სისტემა სამი 830 კვა სიმძლავრის დიზელ-გენერატორით, ჯამში 2490 კვა.

სასტუმრო რუმსი

სასტუმრო რუმსი

ბაკურიანში მდებარე სასტუმრო რუმსისთვის ენსოლის გუნდმა დაამონტაჟა 1130 კვა სიმძლავრის დიზელ-გენერატორი. ის სასტუმროს უწყვეტ ელექტრომომარაგებას და ეფექტიანობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

გსურთ მსგავსი პროექტი?

დაგვიკავშირდით და ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან თქვენი პროექტის განხორციელებაში.

კონტაქტი