ალიანს ჯგუფი, სასტუმრო Courtyard Marriott

პროექტის აღწერა
დამკვეთის საჭიროება: მაღალი კლასის სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“, რომელიც აჭარის რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროს წარმოადგენს, ალიანს ჯგუფის აშენებულია. ტურისტებისა და სასტუმროს ვიზიტორებისათვის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად, საჭირო იყო საიმედო და მაღალი ხარისხის დიზელის ელექტროსადგურის გამართვა, რომელიც ავარიულ სიტუაციებში სასტუმროსა და სრულიად შენობას უწყვეტი ელექტროენერგიით გარანტირებულად მოამარაგებდა.
აგებული სისტემა: ენსოლის სპეციალისტების მიერ დამკვეთთან ერთად დაპროექტებული და აგებული სადგური შედგება მაღალი ხარისხის დიზელ-გენერატორისგან (სიმძლავრე 1.650 kVA, ძრავი: PERKINS – დიდი ბრიტანეთი, ალტერნატორი: LEROY SOMER – საფრანგეთი) და საწვავის მოწოდების ავტომატური სისტემისგან, რაც შენობის 24 საათიან უწყვეტ ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს. ხოლო სპეციალურად შემუშავებული, ხმის გაძლიერებულად ჩამხშობი კარკასი კი, ამ პერიოდში სასტუმროს მკვიდრთა სიმშვიდესა და კომფორტზე იზრუნებს.
სპეციფიკაციები
- დიზელ-გენერატორი: 1650კვა
- ძრავი: PERKINS
- ალტერნატორი: LEROY SOMER
გაზიარება
მსგავსი პროექტები
გსურთ მსგავსი პროექტი?
დაგვიკავშირდით და ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან თქვენი პროექტის განხორციელებაში.
კონტაქტი

