UPS სისტემები

თანამედროვე სამყაროში ენერგიის წამიერი გათიშვაც კი შეიძლება კრიტიკული იყოს ბიზნესისთვის. EnSol გთავაზობთ პრემიუმ კლასის უწყვეტი კვების წყაროებს, რომლებიც სრულად გამორიცხავს ელექტრომომარაგების შეფერხებით გამოწვეულ რისკებს, მონაცემთა დაკარგვასა და ფინანსურ ზარალს.

დაიცავით თქვენი ბიზნესის კრიტიკული ინფრასტრუქტურა ელექტროენერგიის მოულოდნელი გათიშვისა და ძაბვის მერყეობისგან. EnSol გთავაზობთ ევროპული პრემიუმ ბრენდების (Socomec, Tecnoware) უწყვეტი კვების სისტემებს, სიმძლავრით 1 კვტ-დან 2 მგვტ-მდე. ჩვენი ენერგო-გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს მონაცემთა უსაფრთხოებასა და სამუშაო პროცესის აბსოლუტურ უწყვეტობას ნებისმიერი მასშტაბის ობიექტისთვის — მცირე ოფისებიდან უმსხვილეს მონაცემთა ცენტრებამდე (Data Centers).

UPS სისტემები

მთავარი მახასიათებლები

Online VFI ტოპოლოგია (ორმაგი გარდაქმნა)

სიმძლავრის დიაპაზონი: 1 კვტ-დან 2მგვტ-მდე

კრიტიკული სისტემების დაცვა

ძაბვის რყევებისგან სრული დაცვა

გარანტირებული უწყვეტი კვება

პარტნიორები

Socomec

Socomec

Socomec არის დამოუკიდებელი ფრანგული მწარმოებელი, რომელიც სპეციალიზებულია კრიტიკული ელექტრომომარაგების გადაწყვეტილებებში. 1922 წელს დაარსებული კომპანია გლობალურად აღიარებულია უაღრესად ეფექტური, საიმედო და მოდულური უწყვეტი კვების (UPS) სისტემებით, რომლებიც შექმნილია კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის.

დეტალები
Tecnoware

Tecnoware

1986 წელს ფლორენციაში დაარსებული Tecnoware დღეს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი მოთამაშეა ენერგეტიკულ სექტორში. კომპანიის წარმატების ფორმულა მარტივია: უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რომელიც ადაპტირებულია ნებისმიერი საჭიროებისთვის — მცირე ოფისებიდან დაწყებული, მსხვილი ინდუსტრიული ობიექტებით დამთავრებული.

დეტალები

სერტიფიკაცია

ISO 9001 & 14001 & 45001
CE Certified
IEC 62040 Standards

გარანტია

ყველა პროდუქტს მოჰყვება სტანდარტული ორწლიანი გარანტია, რომლის გახანგრძლივება შესაძლებელია ცალკეული შეთანხმებით.

დაგვიკავშირდით დეტალებისთვის

თუ გსურთ მეტი ინფორმაცია ან კონსულტაცია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

კონტაქტი