ჰილტონ გარდენ ინ

პროექტის აღწერა
საჭიროება: ორთაჭალაში მდებარე სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინს შენობაში ენერგიის ეფექტურად და უწყვეტად მისაწოდებლად ესაჭიროებოდა დიზელ-გენერატორი, რომელიც საიმედო, ალტერნატიული ენერგიის უზრუნველყოფით დაეხმარებოდა.
აგებული სისტემა: ჩვენმა სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა გუნდმა სასტუმროში დაამონტაჟა FG Wilson-ის Super Silent სისტემის 1250 კვა სიმძლავრის დიზელ-გენერატორი. პროექტი პროდუქტის მხრივ საკმაოდ გამორჩეულია, რადგან სპეციალური, ინტეგრირებული გაზრდილი საწვავის ავზი 48 საათი უწყვეტი მუშაობის საშუალებას იძლევა, ხოლო სისტემა Super silent დიზელ-გენერატორის მუშაობისას ხმაურს 75 dB-მდე ამცირებს 1 მეტრში, რაც გამორიცხავს მაღალი ხმაურით დისკომფორტის შექმნას, როგორც უშუალოდ ობიექტზე ისე გარშემო მოსახლეობაში, რაც სასტუმროს ტიპის შენობებისათვის მნიშვნელოვანია.
სპეციფიკაციები
- დიზელ-გენერატორი: 1250 კვა
- საწვავის ავზი - 48 საათი უწყვეტი მუშაობა
- Super silent სისტემა
გაზიარება
მსგავსი პროექტები
გსურთ მსგავსი პროექტი?
დაგვიკავშირდით და ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან თქვენი პროექტის განხორციელებაში.
კონტაქტი

