უკრაინა

პროექტის აღწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით უკრაინაში გაგზავნილი 25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი ქალაქ კიევში ჩავიდა. აღნიშნული გენერატორები იმ დახმარების ნაწილია, რომელსაც საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ახორციელებს.
უკრაინაში, საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, გენერატორები, საჭიროების შესაბამისად, უკრაინის სხვადასხვა რეგიონებში გადანაწილდა და ხარკოვის, ნიკოლაევის, ლვოვის, კიევის ოლქსა და ქალაქ კიევს მიეწოდა
გენერატორების საშუალებით საავადმყოფოები, კვების ობიექტები და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ.
სპეციფიკაციები
- ადრესატი: უკრაინა (საქართველოს მთავრობის ჰუმანიტარული დახმარება)
- აღჭურვილობა: მაღალი სიმძლავრის გენერატორები
- რაოდენობა: 25
- სამუშაოს მოცულობა: მიწოდება; განაწილება საელჩოს კოორდინაციით
- შედეგი: საავადმყოფოებისა და კრიტიკული ობიექტების ელექტრომომარაგება
გაზიარება
მსგავსი პროექტები

მეამა
მეამას საწარმოსთვის ენსოლმა დაამონტაჟა 1260 კვტ სიმძლავრის დიზელ-გენერატორი და 500 კვტ სიმძლავრის მოდულური უწყვეტი კვების წყარო (UPS). სისტემა უზრუნველყოფს თანამედროვე დანადგარების სწრაფ და უწყვეტ მუშაობას.

თაბორი რეზორტსი
სასტუმრო და გოლფ კლუბ თაბორი რეზორტსისთვის ენსოლმა შექმნა სარეზერვო ენერგომომარაგების სისტემა სამი 830 კვა სიმძლავრის დიზელ-გენერატორით, ჯამში 2490 კვა.

სასტუმრო რუმსი
ბაკურიანში მდებარე სასტუმრო რუმსისთვის ენსოლის გუნდმა დაამონტაჟა 1130 კვა სიმძლავრის დიზელ-გენერატორი. ის სასტუმროს უწყვეტ ელექტრომომარაგებას და ეფექტიანობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
გსურთ მსგავსი პროექტი?
დაგვიკავშირდით და ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან თქვენი პროექტის განხორციელებაში.
კონტაქტი