ჩვენ შესახებ
EnSol 2008 წლიდან მუშაობს საქართველოს ბაზარზე. ჩვენ არ ვართ მხოლოდ ტექნიკის მიმწოდებელი — ვართ ენერგეტიკული და ინდუსტრიული სისტემების საინჟინრო კომპანია, რომელიც პასუხს აგებს სრულ ციკლზე: ობიექტის აუდიტიდან და პროექტირებიდან მონტაჟამდე, სერვისამდე და სათადარიგო ნაწილებამდე.
ციფრებში
- 2008 წლიდან ბაზარზე — 18 წლიანი გამოცდილება
- 18 თანამშრომელი
- 100-მდე მცირე და მსხვილი პროექტი წელიწადში
- ჯამურად რამდენიმე ათეული მეგავატი დადგმული გენერაცია
- 300+ კმ გადამცემი ხაზები და ინფრასტრუქტურა
ტექნიკური მასშტაბი
- მაქსიმალური დამონტაჟებული ერთეული სიმძლავრე — 1650 kVA
- სინქრონიზებული გენერატორების მაქსიმალური რაოდენობა — 8 ერთეული
- მაქსიმალური სინქრონიზებული დადგმული სიმძლავრე — 5 MW
რას ვაკეთებთ
სრულ ციკლს ვასრულებთ საკუთარი გუნდით:
- ობიექტის ენერგეტიკული აუდიტი და დატვირთვის გათვლა
- სისტემის პროექტირება
- მიწოდება და მონტაჟი
- გაშვება-გამართვა და ტექნიკური მომსახურება
- სათადარიგო ნაწილები
პარტნიორები
Teksan, Pramac, Kaishan, Socomec, Tecnoware, Fluke, Habermann Aurum Pumpen, CHL, Sempa. თითოეული პროდუქტის სერტიფიკაცია მითითებულია შესაბამის პროდუქტის გვერდზე.
ვისთან ვმუშაობთ
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, საქართველოს რკინიგზა, თბილისის მერია, გარდაბნის თბოსადგური, საქაერონავიგაცია, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, სილქნეტი, პროკრედიტ ბანკი, ლიბერთი ბანკი, USAID, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, Hilton Garden Inn, Courtyard Marriott, Radisson Collection წინანდალი და სხვები.