პროექტების სია
გენერატორები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ქუთაისი, საქართველო
2023
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

პროექტის აღწერა

დამკვეთის საჭიროება: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც არაერთ სტუდენტს მასპინძლობს როგორც საქართველოდან ისე მთელი მსოფლიოდან. მაღალი კლასის სასწავლო-სამეცნიერო პროცესთან და მრავალ კვლევით ლაბორატორიასთან ერთად აქ ადრონული კოლაიდერიცაა გათვალისწინებული, რომელიც კიბოს მკურნალობის სამედიცინო და კვლევითი ცენტრია. აღნიშნული პროცესების შეუფერხებლად წარსამართავად, უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვანია სტაბილური ელექტრომომარაგების სისტემის აგება, რომელიც გარანტირებულად უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მუდმივ რეჟიმში მიწოდებას.

აგებული სისტემა: ენსოლის სპეციალისტთა გუნდმა წარმატებულად უზრუნველყო გარანტირებული ელექტრომომარაგების კვანძების ინტეგრაცია უნივერსიტეტის სათადარიგო კვების სისტემასთან. თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის დიზელ-გენერატორების დაერთებით (დაახ. 3 მეგავატი ჯამური სიმძლავრე) სისტემა, რომელიც ისედაც მოიცავს სათადარიგო, მრავალხაზიან კვებას, გახდა კიდევ უფრო საიმედო და სრულიად ავტონომიური. ჩვენ ვამაყობთ, რომ ენსოლის მიერ განხორციელებული პროექტი ღირსეულად პასუხობს ობიექტის გამოწვევებს და მასშტაბებს.

სპეციფიკაციები

  • დიზელ-გენერატორები
  • ჯამური სიმძლავრე - 3 მეგავატი

გაზიარება

გსურთ მსგავსი პროექტი?

დაგვიკავშირდით და ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან თქვენი პროექტის განხორციელებაში.

კონტაქტი