საინჟინრო სერვისები და ტექნიკური მომსახურება
ტექნიკური აუდიტიდან და პროექტირებიდან — გადამცემი ხაზების მშენებლობამდე, კომპლექსური პროექტების მართვამდე და 24/7 მხარდაჭერამდე. საკუთარი საინჟინრო გუნდით, ნებისმიერ ბრენდზე. საკონსულტაციო და საპროექტო სამუშაოს ცალკეც შეუკვეთავთ — აღჭურვილობის შეძენა სავალდებულო არ არის.
ციფრებში
- 2008
- წლიდან ბაზარზე
- 18
- თანამშრომელი
- 100-მდე
- პროექტი წელიწადში
- 1650 kVA
- მაქს. ერთეული სიმძლავრე
- 5 MW
- მაქს. სინქრონიზებული
- 300+ კმ
- გადამცემი ხაზები
სრული ციკლი — ერთი პასუხისმგებელი
თითოეულ ეტაპს ჩვენივე გუნდი ასრულებს. შუამავალი არ არის — შესაბამისად, პასუხისმგებლობაც არ იფანტება. პროექტში ჩართვა ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება.
- 01აუდიტი
- 02ტექ. დავალება
- 03პროექტი
- 04მიწოდება
- 05მონტაჟი
- 06გაშვება-გამართვა
- 07ტექმომსახურება
01
საინჟინრო და საკონსულტაციო სერვისები
ეს სამუშაოები ცალკე იკვეთება. აღჭურვილობის ჩვენგან შეძენა პირობა არ არის — ხშირად კლიენტი მხოლოდ ექსპერტიზას ან პროექტს უკვეთავს.
ტექნიკური აუდიტი და ექსპერტიზა
არსებული სისტემის მდგომარეობის შეფასება, დატვირთვის გაზომვა, რისკების და ვიწრო ადგილების იდენტიფიცირება. დასკვნა წერილობით.
ტექნიკური ამოცანების და საჭიროებების განსაზღვრა
რა გჭირდებათ სინამდვილეში და რა პარამეტრებით. ტექნიკური დავალების ჩამოყალიბება შესყიდვის ან ტენდერის გამოსაცხადებლად.
პროექტირება
სისტემის პროექტი: სიმძლავრე, ტოპოლოგია, ავტომატიკა, საკაბელო ნაწილი, ვენტილაცია, საწვავის სისტემა, ხმის დახშობა.
ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული გადაწყვეტილებები
კომპლექსური ამოცანები ობიექტის მასშტაბით — ელექტრომომარაგება, სარეზერვო კვება, გადამცემი ხაზები და დამხმარე ინფრასტრუქტურა.
ტექნიკური მხარდაჭერის რეგლამენტის შემუშავება და დანერგვა
სისტემების და ინფრასტრუქტურის მომსახურების წესის დაწერა: რა, ვინ, რა პერიოდულობით. შემდეგ — დანერგვა და პერსონალის მომზადება.
ტექნიკური კონსალტინგი
დამოუკიდებელი ტექნიკური აზრი კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე: შესყიდვის შეფასება, მიმწოდებლის შეთავაზების განხილვა, ალტერნატივების შედარება.
ჩამონათვალი ამომწურავი არ არის. თუ ამოცანა ენერგეტიკულ ან ინდუსტრიულ ინფრასტრუქტურას ეხება — დაგვისვით კითხვა.
02
ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და მაღალი ძაბვა
ეს არ არის აღჭურვილობის მიწოდება. ეს არის ქსელური სამუშაო — 300+ კმ გადამცემი ხაზი და ინფრასტრუქტურა ჩვენი გუნდის შესრულებულია.
გადამცემი ხაზების მშენებლობა
ახალი ხაზების მშენებლობა — ტრასის მომზადებიდან საყრდენებამდე, გაყვანამდე და ჩართვამდე.
ხაზების აღდგენა და რეაბილიტაცია
არსებული ხაზების აღდგენა ავარიის ან ცვეთის შემდეგ, გამტარუნარიანობის აღდგენა და გაზრდა.
ტრანსფორმატორები და გამანაწილებელი კვანძები
მომსახურება, შეკეთება და მოდერნიზაცია — ქვესადგურები, გამანაწილებელი კვანძები, სარელეო დაცვა და ავტომატიკა.
03
პროექტის მართვა, ხარისხი და მეტროლოგია
არასტანდარტული პროექტის მთავარი რისკი ტექნიკა არ არის — შესრულების კონტროლია. ამ ფუნქციას ცალკე ვასრულებთ, მათ შორის სხვისი კონტრაქტორის სამუშაოზე.
კომპლექსური პროექტების განხორციელების მენეჯმენტი
მრავალკონტრაქტორიანი პროექტის კოორდინაცია: ეტაპები, ურთიერთდამოკიდებულებები, ვადები, მიღება-ჩაბარება.
შესრულების და ხარისხის მონიტორინგი
დამოუკიდებელი ტექნიკური ზედამხედველობა: შესრულებული სამუშაო შეესაბამება თუ არა პროექტს და ნორმას.
სამუშაოების შეფასების სრული სპექტრი
მოცულობის და ხარისხის შეფასება, ტექნიკური დასკვნა — მიღება-ჩაბარებისთვის, დავისთვის ან შესყიდვის გამართლებისთვის.
სტანდარტიზაცია, მეტროლოგია და ხარისხი
არასტანდარტულ პროექტში საზომი და ხარისხის სისტემის შემოტანა: რა იზომება, რითი, რა სიზუსტით და ვინ პასუხობს. შემდეგ — მართვა და დანერგვა.
04
მიწოდება, მონტაჟი და ექსპლუატაცია
როცა გადაწყვეტილება მიღებულია — სრულ განხორციელებას საკუთარი გუნდით ვაკეთებთ.
აღჭურვილობის მიწოდება
შერჩეული კონფიგურაციის მიწოდება მწარმოებლისგან, ლოგისტიკა და განბაჟება.
მონტაჟი და ჩართვა
ფუნდამენტი, დამონტაჟება, ჩართვა არსებულ ელექტროსისტემაში.
გაშვება-გამართვა
დატვირთვის ტესტი, ავტომატიკის კონფიგურაცია, ტექნიკური დოკუმენტაცია.
ტექმომსახურება ხელშეკრულებით
გეგმიური სამუშაოები ფიქსირებული პერიოდულობით და ფასით.
24/7 გამოძახებაზე რეაგირება
ავარიულ სიტუაციაზე რეაგირება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში.
სათადარიგო ნაწილები
ორიგინალი ნაწილების მარაგი და მიწოდება.
რას ვემსახურებით
ტექნიკის წარმომავლობა მნიშვნელობა არ აქვს. თუ ობიექტზე დგას — ვმუშაობთ.
დიზელ-გენერატორები
სარეზერვო და ძირითადი კვება, სინქრონიზებული ჯგუფები 8 აგრეგატამდე.
UPS სისტემები
Online VFI და სხვა ტოპოლოგიები, აკუმულატორული ბლოკები.
ATS და ავტომატიკა
გადამრთველები, კონტროლერები, დისტანციური მონიტორინგი.
კომპრესორები
ხრახნული და სპირალური კომპრესორები, პნევმატური სისტემები.
ტუმბოები
ინდუსტრიული ტუმბოები და სატუმბო სადგურები.
დამტვირთველები
სასაწყობე და ინდუსტრიული სამტვირთო ტექნიკა.
ვემსახურებით ნებისმიერ ბრენდს — მათ შორის იმ ტექნიკას, რომელიც სხვა მომწოდებლისგან შეიძინეთ.
ტექმომსახურების ხელშეკრულება
სამი პაკეტი. აირჩიეთ ობიექტის კრიტიკულობის მიხედვით — და არა ტექნიკის ფასის.
საბაზისო
სათადარიგო კვება, არაკრიტიკული ობიექტი
გაფართოებული
ბიზნეს-ობიექტი, სადაც გაჩერება ხარჯია
კრიტიკული
მონაცემთა ცენტრი, კლინიკა, უწყვეტი წარმოება
რა შედის პაკეტში
| საბაზისო | გაფართოებული | კრიტიკული | |
|---|---|---|---|
| გეგმიური ვიზიტი | 2 / წელი | 4 / წელი | 12 / წელი |
| ხარჯვადი მასალა (ზეთი, ფილტრები) | ცალკე | ფასში | ფასში |
| დატვირთვის ტესტი | 1 / წელი | 2 / წელი | 4 / წელი |
| ATS და ავტომატიკის შემოწმება | |||
| აკუმულატორების დიაგნოსტიკა | |||
| სათადარიგო ნაწილების პრიორიტეტი | |||
| წერილობითი ტექნიკური ანგარიში | |||
| სარეზერვო აგრეგატი გაჩერების პერიოდში |
ფასი დამოკიდებულია აგრეგატების რაოდენობაზე, სიმძლავრეზე და ობიექტის ადგილმდებარეობაზე. გათვლას აუდიტის შემდეგ გაძლევთ.
რეაგირების ვადა
ეს ვადები ხელშეკრულებაში იწერება. ხელშეკრულების გარეშე ვმუშაობთ გამოძახებაზე, რიგის მიხედვით.
| საბაზისო | გაფართოებული | კრიტიკული | |
|---|---|---|---|
| ტელეფონით/დისტანციურად რეაგირება | სამუშაო საათებში | 24/7 | 24/7 |
| ობიექტზე გასვლა — თბილისი | შემდეგი სამუშაო დღე | 4–8 საათი | 2–4 საათი |
| ობიექტზე გასვლა — რეგიონები | 2 სამუშაო დღე | 24–48 საათი | 12–24 საათი |
| გეგმიური ვიზიტის შეთანხმება | 14 დღით ადრე | 7 დღით ადრე | 7 დღით ადრე |
ვისთვის ვმუშაობთ
ობიექტები, სადაც ელექტროენერგიის შეწყვეტა უბრალოდ დისკომფორტი არ არის.
- საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
- საქართველოს რკინიგზა
- თბილისის მერია
- გარდაბნის თბოსადგური
- საქაერონავიგაცია
- სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
- სილქნეტი
- პროკრედიტ ბანკი
- ლიბერთი ბანკი
- USAID
- ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- საქართველოს უნივერსიტეტი
- Hilton Garden Inn
- Courtyard Marriott
- Radisson Collection წინანდალი
ხშირად დასმული კითხვები
- რა დრო სჭირდება გენერატორის ინსტალაციას?
- სტანდარტული ინსტალაცია ჩვეულებრივ 1–2 კვირას სჭირდება, დამოკიდებულია ობიექტის სირთულეზე.
- ემსახურებით ტექნიკას, რომელიც თქვენგან არ შეგვიძენია?
- დიახ. ვმუშაობთ ნებისმიერ ბრენდზე. აუდიტის დროს ვაფასებთ ტექნიკის მდგომარეობას და გეუბნებით, რა შედის მომსახურებაში და რა საჭიროებს ცალკე შეკეთებას.
- არასტანდარტულ პროექტს იღებთ?
- დიახ — გადამცემი ხაზები, ქვესადგურები, გამანაწილებელი კვანძები, კომპლექსური ობიექტები. ასევე ვასრულებთ პროექტის მართვის და ტექნიკური ზედამხედველობის ფუნქციას იმ სამუშაოზე, რომელსაც სხვა კონტრაქტორი ასრულებს.
- შეიძლება მხოლოდ აუდიტი ან პროექტი შევუკვეთოთ, აღჭურვილობის გარეშე?
- დიახ. ტექნიკური აუდიტი, ექსპერტიზა, პროექტირება, ტექნიკური დავალების შედგენა და კონსალტინგი ცალკე სერვისებია. მიწოდებაზე ვალდებულებას არ ქმნის.
- სავალდებულოა ხელშეკრულება?
- არა. ხელშეკრულების გარეშე ვმუშაობთ გამოძახებაზე. ხელშეკრულება იძლევა გარანტირებულ რეაგირების ვადას და გეგმიურ მომსახურებას ფიქსირებულ ფასში.
- რეგიონებში მიდიხართ?
- დიახ, მთელ საქართველოში. რეგიონებში რეაგირების ვადა ხელშეკრულებაშია განსაზღვრული.
დაიწყეთ ობიექტის აუდიტით
აუდიტის შემდეგ ზუსტად გეცოდინებათ, რა სიმძლავრე გჭირდებათ, რა მდგომარეობაშია არსებული ტექნიკა და რა ჯდება მისი მომსახურება.